ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს 5 მოწმეს დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს 5 მოწმეს დაკითხავენ. მოწმეთა ნაწილს საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ექსპერტები შეადგენენ, რომლებიც ექსპერტიზაზე ისაუბრებენ. ასევე დაიკითხება ერთი მოწმე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

“შევეცდებით, რომ ხსენებული მოწმეების დაკითხვა დღევანდელ სხდომაზე დასრულდეს. რაც შეეხება მოწმეთა ვინაობას, ნაწილი მათგანი არიან ექსპერტები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტი, რომლებიც ისაუბრებენ გარდაცვლილისთვის მიყენებულ დაზიანებების თაობაზე, რა რაოდენობის დაზიანებები იყო, რა მიმართულებების ჭრილობები იყო და ა.შ. ასევე ერთ-ერთი მოწმეა პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და რაც ნახა 2017 წლის 1 დეკემბერს ამის თაობაზე ისაუბრებს სასამართლოზე”, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენეთ, რომ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი მეორე დრეს, ორ დეკემბერს დაიღუპა.

იტვირთბა....