ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ ქალაქთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან შიდასასოფლო გზის მოწესრიგებასა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე წლებია ესმით დაპირებები თუმცა პრობლემა რეალურად არ მოგვარებულა.

,,ვითხოვთ ხელისუფლებისგან კონკრეტულ თარიღს, თუ როდის მოაგვარებენ ინფრასტრუქტურას. არ გვაქვს სასმელი წყალიც კი. ეს აქცია არის გამაფრთხილებელი, თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქცია პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.

საშანიოს უბნის მოსახლეობა, თხილის ქარხანას კომპანია ,,ფერეროს” გზის სავალი ნაწილის მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანია ერთხელ უკვე დაჯარიმდა, თუმცა გზის ის მონაკვეთი, რომელიც თხილის პლანტაციას მიუერთა, დღემდე მის საკუთრებად მიიჩნევს.

აღნიშნული პრობლემების შესახებ წალენჯიხის მერია ინფორმირებულია. როგორც მერიაში ამბობენ, ახლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასმელი წყლის საკითხს, მათი მტკიცებით, ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია წყალმომარაგების კომპანიასთან. კომპანია ფერეროს მიერ გზის სავალი ნაწილის მითვისებასთან დაკავშირებით, ადგილობრივების ბრალდების შესახებ მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ

იტვირთბა....