ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცხინვალში, ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი მიიწვია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა  სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ბიბილოვი იალტის მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა სირიის ოფიციალურ დელეგაციას, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობდა.

ანატოლი ბიბილოვმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელით, გამოხატა სოლიდარობა სირიელი ხალხის მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან “დასავლეთის ქვეყნების ტერორიზმსა და აგრესიას”.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს”, – განაცხადა ბიბილოვმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარდა, სირიას სოლიდარობა გამოუცხადა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკამაც.

იტვირთბა....