ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კრიმინალური სამყაროს 3 წევრიდან, ბეგიაშვილი ბრალს არ აღიარებს

კრიმინალური სამყაროს წევრობისა და თანხის გამოძალვის მცდელობისათვის დაკავებული გივი ბეგიაშვილი ბრალს არ აღიარებს – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა. ამის შესახებ ინფორმაციას“ქრონიკას” ავრცელებს.

„გივი ბეგიაშვილი არ აღიარებს იმ ბრალს, რაც დაკავებისას წარედგინა. ოფიციალურად ბრალის დადგენილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მას ქურდულ სამყაროსთან იმგვარი კავშირი არ გააჩნია, რაზეც გამოძიება საუბრობს” – თქვა ზურაბ ბეგიაშვილმა.

კითხვაზე, რა კავშირი შეიძლება ჰქონდა დაკავებულს ქურდულ სამყაროსთან ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. სპეცოპერაციების შედეგად დაკავებულ სამ პირს ბრალა დღის ბოლომდე წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

იტვირთბა....