უახლოეს დღეებში, “ენგურჰესი” სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაშხლის მუშაობის შეჩერებას გეგმავს. შედეგად აფხაზეთს შეუწყდება ჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება, ამის შესახებ ინფორმაციას, “ენგურჰესის” გენერალური დირექტორის, ლევან მებონია „ლაივპრესთან” საუბრისას აღნიშნავს.
მებონიას თქმით, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები დერივაციულ გვირაბში, საიდანაც წყალი მიეწოდება ოკუპირებულ გალის რაიონში არსებულ ტურბინებს.
მისივე სიტყვებით, ამჯერად თბილისი არ გეგმავს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოდეფიციტის საკუთარი ხარჯებით დაფარვას, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
“ენგურჰესის” სადგური რევიზიის მიზეზით 2017 წლის თებერვალში 10 დღით გაითიშა, რის გამოც მაშინ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე განრიგი დაწესდა. როგორც სპეციალისტებმა “ლაივპრესთან” საუბარში განაცხადეს, დაათვალიერეს ჰესის დერივაციული გვირაბი და დაადგინეს, თუ რა სახის სამუშაოების ჩატარება იქნებოდა საჭირო შემდეგ წლებში. ადმინისტრაციაში მაშინაც აღნიშნეს, რომ რეკონსტრუქციის დაწყებას 2018-2019 წლებში გეგმავდნენ