დაახლოებით ხდება ასეთი რაღაც: წარმოიდგინეთ, სკოლაში მასწავლებელი შუა გაკვეთილიდან გავიდა გარეთ, კლასში არის ამ დროს ჟივილ-ხივილი, ერთმანეთს თვითმფრინავებს ესვრიან და ა.შ. დაახლოებით ეს ხდება ახლაც. მასწავლებელმა კლასი დატოვა უდროო დროს და კლასში დაიწყო ქაოსი და ამიტომ, ივანიშვილი პოლიტიკაშ უნდა დაბრუნდეს, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პრეზიდენტობა აღადგენს ინსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში.
„დაახლოებით ხდება ასეთი რაღაც: წარმოიდგინეთ, სკოლაში მასწავლებელი შუა გაკვეთილიდან გავიდა გარეთ, კლასში არის ამ დროს ჟივილ-ხივილი, ერთმანეთს თვითმფრინავებს ესვრიან და ა.შ. დაახლოებით ეს ხდება ახლაც. მასწავლებელმა კლასი დატოვა უდროო დროს და კლასში დაიწყო ქაოსი.
საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ვერც სკოლა დაამთავრეს. მასწავლებელი კლასში თუ არ დაბრუნდა, ცუდ სურათს მივიღებთ. ესენი არიან პოლიტიკურად უმწიფარი ადამიანები, რომლებიც რას ლაპარაკობენ, თვითონაც არ იციან. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ არ შეიძლება შუა გაკვეთილზე ბავშვების დატოვება. ობიექტური აუცილებლობაა, რომ მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს პოლიტიკაში. არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, სისტემაა დარღვეული გადაწყვეტილების ფორმირების და მიღების, აბსოლუტური ქაოსია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.