aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მატყუებენ, მაფურთხებენ სახეში და ნაცარს მაყრიან თვალებში”: ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გამოძიება ჩიხში შედის.

სარალიძის თქმით, აშკარაა, რომ პროკურატურა დაზარალებულებით მანიპულირებს, სინამდვილეში კი კარგად იციან რეალური მკვლელების ვინაობა.

„დამადანაშაულეს, რომ ვიღაცის შთაგონებით ვაკეთებ მე კომენტარებს ჟურნალისტებთან ჩემი შვილის თაობაზე. ანუ ჩემზე ვიღაც ზეწოლას ახდენს, რომ ვთქვა, რომ მკვლელები ისევ გარეთ დადიან.

მინდა, რომ პირდაპირ უხეშად უზრდელი სიტყვებით მივმართო მალხაზ კაპანაძეს, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ მანიპულირება ხდება დაზარალებულების. პირიქით მანიპულირება ხდება პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩვენზე, რომლებიც მატყუებენ, მაფურთხებენ სახეში და ნაცარს მაყრიან თვალებში. ძალიან კარგად იციან, ვინ არიან მკვლელები და ვინ არიან გამოსააშკარავებლები და ძალიან კარგად იციან, ვინ მფარველობს მათ. დროზე მოეგონ გონს და გამოფხიზლდნენ“-აცხადებ ზაზა სარალიძე.

იტვირთბა....