ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უმრავლესობის სხდომის გადადება ერთადერთი სწორი, ადეკვატური და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო”

აპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის სხდომის გადადების ერთერთი ინიციატორი იყო, რაგდან მიიჩნევს, რომ უმრავლესობის სხდომის გადადება ადეკვატური, პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილებაა.

„უმრავლესობის სხდომის გადადება ერთადერთი სწორი, ადეკვატური და პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რადგან არსებული მოცემულობა, რაც დღეს არის, საკითხები რისი განხილვაც უნდა მოხდეს, უფრო მეტ მომზადებას საჭიროებს. ნაჩქარევ რეჟიმში სხდომის ჩატარება არ ივარგებს. კოლეგებთან ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, რომ შეხვედრა გადადებულიყო. შეხვედრა გაცილებით სოლიდურ, მოსამზადებლად მეტ დროს მოითხოვს, რადგან ამ შეხვედრაზე ბევრი პრობლემატური და აქტუალური საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. უმრავლესობის შეხვედრა უნდა იყოს გაცილებით სოლიდურად და დინჯად მომზადებული, რათა კონკრეტული შედეგები მივიღოთ და ეს შეხვედრა არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ამ შეხვედრას კონკრეტული შედეგი უნდა ჰქონდეს. გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარეა და როცა უმრავლესობის შეხვედრის სოლიდურ მომზადებაზე და ფორმატზე ვსაუბრობ, უნდა დაესწროს თუ არა, ეს მომზადების პროცესში უნდა გამოჩნდეს. დღის წესრიგი უნდა მომზადდეს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება. მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება.

„ამაზე მოგვიანებით იქნება ცნობილი. ჩვენ გვინდა ყველა დაესწროს, ამიტომ გადაწყდება, სად და როდის იქნება უმჯობესი იმის გათვალსწინებით, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ამ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა“ – აცხადებს ეკა ბესელია.
უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე იყო ჩანიშნული, სხდომის მოწვევის თაობაზე კი განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

იტვირთბა....