ერევნის ცენტრში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ოპოზიციის მომხრეებმა კიდევ ერთი სამთავრობო შენობის ბლოკირება სცადეს. დაკავებულია ათობით მომიტინგე.
„მოვუწოდებ ჟურნალისტებს არ გაერიონ ხალხში. პოლიცია სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს“, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ერევნის პოლიციამ.
შეგახსენებთ, ერევანში ოპოზიციამ მასობრივი აქციები იმის გამო დაიწყო, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა დაასახელეს. თუმცა, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად მაინც აირჩია. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ „ხავერდოვან რევოლუცია“ გარდაუვალია.