ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვიცი, რომ ჩამოსვლას აპირებდა”: “კაბუს” ყოფილი მეუღლე

საფრანგეთში დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე “კაბუს” შესახებ მისი ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი ამბობს, რომ ის უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში იმყოფება და ბოლო კონტაქტი ოჯახთან 3 დღის წინ ჰქონდა.

„მე არ მქონია შეხება ეს ბოლო პერიოდი. ბავშვებს ეკონტაქტა ორი-სამი დღის წინ, სულ ჰქონდა ურთიერთობა ბავშვებთან. აპირებდა ჩამოსვლას. მეტი არაფერი ვიცი. როგორც ყველამ გაიგო მეც ისე გავიგე. დამირეკეს, არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს,“- აცხადებს კახა აბუაშვილის ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი, რომლის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

დღეს, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში კანონიერი ქურდები და კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ შორის დაკავებულია ქართველი მსახიობი და რეპერი “კაბუ”.

იტვირთბა....