თბილისში „აგარის შაქრის” თანამშრომლები ფეხით მიემართებიან. საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით „აამუშავე აგარა” აგარიდან დაიწყო და კანცელარიასთან დასრულდება. ისინი ქარხნის ამუშავებას და მთავრობის წარმონადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა რამდენიმე თვით შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
დასაქმებულები სახელმწიფოს ჩარევით პრობლმების გადაწყვეტას ითხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. ბოლო 2 წელია ქარხანა პერიოდულად ჩერდება. შარშან თანამშრომლებმა ორთვენახევრის კომპენსაცია მიიღეს, თუმცა ეს მათი თქმით საკმარისი არაა