მმართველი გუნდის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ გუნდში გარკვეული სახის სათქმელი დაგროვდა, თუმცა გადატრიალება არ იგეგმება. მისი თქმით, “კარგი იქნება, თუ ივანიშვილი ჩაერთვება პროცესებში“, ბესელია ფიქრობს, რომ ივანიშვცილის დახმარებით პარტიაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება.
„შეიძლება პარტიაში დაგროვდა სათქმელი და დისკუსიის აუცილებლობა დადგა. ან შეიძლება გარკვეული სიახლეების დრო დადგა, მაგრამ არსებობს შიდა სამუშაოს ფორმატი. არ მგონია, ასეთი თემები საჯარო დისკუსიის სფერო იყოს და სათქმელით დავღალოთ საზოგადოება. მე არ მგონია, რომ რამე სერიოზული კრიზისი იყოს პარტიაში, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა დგას, არ გამოვრიცხავ.
მიმაჩნია, რომ მას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში სასურველი მიმართულებით პროცესების წარმართვა. მე არ მგონია, რომ კრიზისის პროცესში ვართ, შეიძლება გამოუცდილეობის გამო ხდება ის რაც ხდება, მაგრამ არ მგონია, რომ რთული მოცემულობა გვაქვს. უბრალოდ ვამბობ, რომ ივანიშვილს შეუძლია დადებითი როლის შესრულება და იქნება ძალიან კარგი თუ ჩაერთვება პროცესში“, – აცხადებს ეკა ბესელია.