ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შედგა თუ არა ფარული შეხვედრა ივანიშვილსა და დეპუტატებს შორის: ჭიჭინაძე “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების გამო, პირადი შეხვედრები გამართა. არსებული ინფორმაციით,  საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილს ინდივიდუალურად შეხვდა.  ივანიშვილთან ცალკე აუდიენცია ჰქონდა ეკა ბესელიას.

მას ასევე შეხევდრა ჰქონდა პარლამენტის სამ წევრთან. ე.წ. ძველებთან- გედევან ფოფხაძესთან,ზაზა პაპუაშვილთან და დავით ჭიჭინაძესთან. შეხვედრის დეტალები უცნობია. ასევე უცნობია შედგება თუ არა ე.წ. ახლების შეხვედრა ივანიშვილთან. შეხვედრის შემდეგ გედევან ფოფხაძემ “ოცნებიდან” წასვლა სწორედ ამიტომ გადაიფიქრა.

“მეტრონომი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს საერთოდაც არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არც არასდროს ჰქონია.

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ინდივიდუალურად შევხვდი ტყუილია. მე ამ ადამიანს არც კი ვიცნობ და არრასდროს შევხვედრილვარ. არ ვიცი საიდან და რატომ ვრჩელდება მსგავსი ინფორმაციები. ასეთი ტყუილების გავრცელება ვიღაცას მიზანმიმართულად სჭირდება”,-აცხადებს ჭიჭინაძე “მეტრონომთან”.

იტვირთბა....