საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „ევროპული სამოქალაქო ომია“ ლიბერალურ დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის.
სტრასბურგში ევროპულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან დაჟინებით მოუწოდა ევროკავშირს განაახლოს მისი მხარდაჭერა და თავდადება დემოკრატიისადმი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„მე არ მსურს მივეკუთვნებოდე მთვარეულთა თაობას, რომელსაც თავისი საკუთარი გზა აქვს დავიწყებული“, თქვა მან, გაიხსენა რა, თუ როგორ იშვა ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
თავის სიტყვაში მან „ბრექსიტზეც“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბრექსიტი“ დიდ ხვრელს დატოვებს ევროკავშირის ბიუჯეტში და უკვე აღარ იქნება შეღავათები ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიმართ. მან დაამატა, რომ საფრანგეთი მზად არის გაზარდოს თავისი წვლილი ორგანიზაციაში.