ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გახარია: “ძირითადი ამოცანაა, ექსპერტიზა ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს”

როგორც მინისტრმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ უწყება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე მუშაობს, მაგრამ ძირითადი ამოცანაა, ექსპერტიზა ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს.  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

„ტრაგიკულ მოვლენასთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე გიპასუხოთ. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამის გამოკითხვა და საქმის მასალების გაცნობა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში 16 აპრილს 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ორგანოები ამოცლილი აქვს, რის გამოც შეიძლება გართულდეს მისი დაღუპვის მიზეზების დადგენა.

იტვირთბა....