ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინმა შეერთებული შტატები აგრესიაში დაადანაშაულა

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას სირიაზე ავიადარტყმებს აგრესია და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა უწოდა.

“რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, იმას რომ დასავლეთის ქვეუნების ერთი ჯგუფის ქმედება სირიის რესპუბლიკაზე აგრესიული აქტს წარმოადგენს, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გაეროს წესდებას. რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა სირიაში პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.”- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა გემებიდან სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების ჰომსში მდებარე ავიაბაზა „შაირათის“ მიმართულებით, 50-მდე ტომაჰავკი გაუშვეს.

ამ ავიაბაზიდან ორშაბათს დილით სირიის ავიაციამ ქალაქ ხან-შეიხუნზე ქიმიური თავდასხმა განახორციელა, რომელმაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

ჰომსის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სამხედრო აროდრომს, რომელიც აშშ-ს რაკეტებით დაიბომბა, სირიის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყენებდა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად ბევრი ადამიანი არ დაშავებულა, თუმცა „ტომაჰავკებმა“ მატერიალური ზარალი მოიტანა.

იტვირთბა....