ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი პასუხისმგებლობას იღებდეს, ცინიკურ დამოკიდებულებას ვხედავთ”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას, რომელმაც „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ გარიგებაში დაადანაშაულა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის დეპუტატი მამუკა მდინარაძე  აბაშიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდეს. მისი თქმით,  იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს შეწყალების საკითხის გამო პასუხისმგებლობა აიღოს, მან თემის გადაფარვა სცადა.

„იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებდეს, მათ შორის ბაქრაძის გათავისუფლებაზე, ასეულობით შეწყალებაზე, რომელიც მან განახორციელა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების მიმართ, ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ცინიკურ დამოკიდებულებას შეწყალების ფაქტის ახსნის პროცესში და ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტის გადატანის მცდელობას. ვისმენთ ათას სისულელეს ორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანების შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წარუმატებელი მცდელობა, სხვა თემაზე გადაიტანოს ყურადღება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....