ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია დაანონსა

სომხური ოპოზიციური პარტიის “ელქის” ლიდერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა სახალხო ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც მან მხარდამჭერებს უთხრა, პოლიციამ მას მიტინგის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დემონსტრანტების დაშლით დაემუქრა.

„თუმცა ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით. მსვლელობას გავმართავთ და სხვა სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების პარალიზებას მოვახდენთ. იქ, სადაც შესვლას შევძლებთ, შევალთ და მჯდომარე საპროტესტო აქციებს გავმართავთ. სადაც ვერ შევძლებთ, დავსხდებით შენობების წინ და შენობაში შესვლის საშუალებას არავის მივცემთ, შენობიდან კი მხოლოდ იმ პირობით გამოვუშვებთ, თუ მიტინგს შეუერთდებიან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამჟამად სომხეთის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერმინისტრად უნდა წარადგინონ. ამ წინააღმდეგ გამოდიან ფაშინიანის მომხრეები. აქციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, სულ ცოტა 46 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....