ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნადირაშვილი: “სამართლიან კრიტიკაზე ისტერიული და არაადეკვატური პასუხები პრეზიდენტს არ გამოადგება”

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს იმ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტს ურჩევს, რომ სამართლიან კრიტიკაზე ისტერიული და არაადეკვატური პასუხები არ გამოადგება.

„არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ სტილია, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენა, როცა ჩვენ ის სრულიად სამართლიანად გავაკრიტიკეთ. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა, ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, 25 წლის ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და მის შვილებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა.

როდესაც მას ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად არაადეკვატურ განცხადებას ისმენ, ეს არის ძალიან სამწუხარო. პრეზიდენტმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ ასეთი ფაქტები მომავალში აღარ გამეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიც, როცა მის მიერ შეწყალებულმა ნათესავებმა დანაშაული ხელახლა ჩაიდინეს. ასეთი შემთხვევების დროს პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის – ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....