ახალი ამბები მთავარი სამართალი

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შვილი: “ვერ დავიჯერებ,რომ მამაჩემმა დანაშაული საღ ჭკუაზე ჩაიდინა”

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 წლის თამარ გამრეკელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხვია ბაქრაძის წინასწარ პატიმრობაზე მსჯელობენ. სასამართლოში ბაქრაძის შვილებიც იმყოფებიან, რომლებსაც მამასთან გარკვეული კითხვები აქვთ.  მისი შვილის ლიკა ბაქრაძის თქმით, ის სასჯელს იმსახურებს და სასამართლოს წინაშე მან პასუხი უნდა აგოს.

“მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. ჯერჯერობით არც ადვოკატთან არ მქონია კომუნიკაცია.
რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია,შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს.

მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ნებაყოფლობით ვიქორწინეო.

ზუსტად ის მაიმტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება? მათ პირადში მე არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ თუნდაც 2014-ში რა მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებდა. მე პირადად  კითხვაც კი არ დამისვამს რა მოხდა. ახლა იმიტომ ვერევი და მაინტერესებს, ბოლომდე ჩავერევი,რომ გავიგო რისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? მე შემეხო, ჩემს შვილებს შეეხო, თაკოს,მის შვილებს შეეხო. ჩემი და თაკოს ურთიერთობაც კი საკმარისია იმისთვის რომ ამ ყველაფერში ვერევი და ამას ყოველთვის გავარკვევ იმოტომ რომ გარდაცვლილის  წინაშე მართალი ვიყო, მისი მკვლელი მამაჩემია, ის  კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო.

ამ ცოლთან კონფლიქტს არ შევსწრებუვარ,ფიზიკურს მითუმეტეს, შეიძლება სიტყვიერი იყო.
გარდაცვლილთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია, მხოლოდ ამ ურთიერთობის, დედის გამო ხდებოდა კონფლიქტები. თაკოს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ყოველთვის წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა ერთად ყოფილიყვნენ. მე და თკოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამაზე არც ვლაპარაკობდით. უბრალოდ ვიცოდი, რომ თაკოს არ უნდოდა. შეიძლება მოტივი ესეც გამხდარიყო, ვერ გეტყვით.
იმ დროს ის ადამაინი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია. მე ამას ვერ დავიჯერებ,რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა.
არანაირი გამართლება არ აქვსის დანაშაულს. თაკოს რაც არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, მითუმეტეს, ბავშვებიც იქ იყვნენ. ჩემს თვალწინ იზრდებოდნენ ის ბავშვები. თუ რამის დაშავება უნდოდა, დაეშავებინა იმისთვის, ვინც ამას იმსახურებდა”,-განაცხადა “მეტრონომთან” ლიკა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე უდოს კომისიის შეწყალების შემდეგ 2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....