ახალი ამბები მთავარი სამართალი

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მისი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 წლის თამარ გამრეკელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხვია ბაქრაძის წინასწარ პატიმრობაზე მსჯელობენ. მისი ადვოკატის ლევან მარსაგიშვილის  განცხადებით, ბაქრაძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ დანაშაული დამამძიმებელ გარემოში ჩაიდინა. ადვოკატი ამბობს, რომ  ბაქრაძე  20 000-ი ლარის   გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს.  ვეფხვია ბაქრაძეს თუ ბრალი დაუმტკიცდა, მას სამუდამო პატიმრეობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე უდოს კომისიის შეწყალების შემდეგ 2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ავტორი: ნინო ცხადაძე

 

იტვირთბა....