ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ქვემო ფონიჭალაში მოხდა. ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.
დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.