ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ფოფხაძე: “მზად ვარ კაბინეტი და თანამდებობა ზარდიაშვილს გავუცვალო”

შეთავაზებიშ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, მზადაა დათანხმდეს კაბინეტი გაუცვალოს იურიდიურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვანო ზარდიაშვილს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძესა და მის მოადგილეს გედევან ფოფხაძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ფოფხაძე ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა რამე უთანხმოება მასსა და სოფო კილაძეს შორის არ პასუხობს და აცხადებს, რომ “ამ თემაზე არანაირ საჯარო განცხადებას აღარ აკეთებს”.

“კაბინეტების გაცვლის შემოთავაზება არ არის, ეს დღის წესრიგში არ დგას და ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან პრინციპულია ჩემთვის. ზოგადად, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პირველი მოადგილე უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებულო თავმჯდომარის ინტერესებზე მე ასეთ პოზიციასაც გავითვალისწინებ და უარს ვიტყვი თანამდებობაზე, რომელიც მიკავია ადამიანის უფლებათა კომიტეტში”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....