სომხეთის პარლამენტის სასახლესთან სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პემიერ მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურა უნდა განიხილონ. პარონიანის ქუჩაზე სახელმწიფო რეზიდენცია სამართალდამცავებმა შემოღობეს, ადგილვე პოლიციის შიდა დანაყოფების სპეც ტექნიკა დგას, მათ შორის წყლის ჭავლები. ოპოზიცია პარლამენტის შენობის ბლოკირებას ცდილობს.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია.
მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან. მისი კანდიდატურა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკ ცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს.