ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი იმუქრებოდა და თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვდა

პროკურორი ნანა ხუნჯაძე აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკითხული მოწმე ადასტურებს, რომ   ჩატაევი სპეცოპერაციამდე საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებოდა და თანამოაზრეების გასათავისუფლებლად ერთ კვირას აძლევდა.  ნანა ხუნჯუას ინფორმაციით, ჩატაევამა ხელისუფლებას სამი ხმოვანი შეტყობინება გამოუგზავნა, რომელიც საქმეში დევს.

“მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ახმედ ჩატაევს, ჯერ კიდევ საქართველოში უკანონოდ შემოსვლამდე ჰქონდა მცდელობა საქართველოს ხელისუფლებაზე მოეხდინა უკანონო გავლენა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ჩატაევი ხელისუფლებას ემუქრებოდა. მოწმეს ახმედ ჩატაევმა უშუალოდ გამოუგზავნა ხმოვანი შეტყობინება და დაავალა მისი მიეტანა შსს-ს მაღალჩინოსნებთან, რაც მოწმემ განახორციელა. მოთხოვნა იყო კონკრეტული დაკავებული პირების გათავისუფლება. ხელისუფლებას ეძლეოდა ერთკვირიანი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღასრულებდა მუქარას. ითხოვდა აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად დაკავებული პირების გათავისუფლებას, რომლებიც ასევე ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულისთვის არიან გასამართლებულები. მუქარა ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების და ტურისტების უსაფრთხოებას”, – განაცხადა ნანა ხუნჯუამ.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელის ქუჩაზე 22 ნოემბერს სუს-ის ანტიტერორისტულმა სააგენტომ სპეცოპერაცია ჩაატარა. 24 საათიანი ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ახმედ ჩატაევი და მასთან ერთად ორი თანხლები პირი. ამის შემდეგ სუს-მა პანკისში მათთან თანამზრახველობის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

 

იტვირთბა....