უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის მერე გადადგებოდა. სამთავრობო გუნდის დეპუტატები პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ
“ჩვენ ვიხილეთ უპასუხისმგებლო განცხადებები, სადაც ის ყველასკენ იშვერს ხელს ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის მერ წარგზავნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც შეეცადა საბჭოში ჩემი მეუღლის ხსენებით პრეზიდენტის არაკვალიფიციური და სუბიექტური შეწყალებები “გაეპრავებინა”. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის შემდეგ გადადგებოდა”,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.