ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მკვდარი”: 25 წლის მოკლული გოგონას დედა ქმარზე

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა მკვლელობაში ბრალდებულის, მისი ყოფილი ქმრის, ვეფხვია ბაქრაძის შესახებ საუბრობს. გობაძე ჰყვება, რომ  ის ერთადერთი არ იყო, ვისზეც მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბაქრაძე ძალადობდა.

გობაძის თქმით, ვეფხვია ბაქრაძე სცემდა საკუთარ ორ ქალიშვილსაც. ერთ-ერთ ქალიშვილზე ფიზიკური ძალადობის შედეგად კი, ორსულმა ქალმა ნაყოფიც დაკარგა.

„თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა ამ ლიკას…სცემდა, რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია, რომ ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია მაგისი შვილი და მაგისი მეორე გოგო, მარი, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მკვდარი მაგას.

მეუბნებოდა, ან ჩემ გვერდზე იქნები ან უნდა მოგკლაო. ჩემი შვილი არ უთმობდა და ეუბნებოდა შენ დედაჩემი გჭირდება. იყენებ, ეს არ არის სიყვარული, დედაჩემის ნაშრომს შენ გვიჭამო, ეგ ჰქონდა ჩემს შვილს პრობლემად, ამ ყველაფერს რომ ხედავდა მეუბნებოდა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, რომ შეინახოო“-ამბობს ნათია გობაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე უდოს კომისიის შეწყალების შემდეგ 2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

ბაქრაძე და მოკლულის დედა 10 დღის წინ დაქორწინდნენ: 25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის შვილები

იტვირთბა....