ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის ახლობლები ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვენ

საავტომობილო გზის გადაკეტვით, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული, თაკო გამრეკელაშვილის ოჯახი და ნათესავები იმუქრებიან , იმ შემთხვევაში თუ მკვლელობაში ბრალდებულს  სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიან.

ნათესავებისა და ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნა ბავშვების მდგომარეობას ეხება. ასმათ ჯაბადრიშვილი ამბობს, რომ  ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელია პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთოს.

“ამ ოჯახს არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ ფსიქოლოგი აიყვანონ. მივმართავთ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგვეხმარონ. ბავშვები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ მაღალ ხმაზეც კი ეშინიათ და ტირიან.”- ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

მანამდე ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ეს მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....