ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: “ჩვენ უაღრესად განვიცდით იმ ფაქტს რომ ასეთ დანაშაულში მონაწილე ადამიანის მიმართ, შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა”

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა და ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო.

“ძალიან რთული და შემაძრწუნებელია  ყოველი ასეთი მკვლელობის ფაქტი. ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ და საზოგადოებას გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვები, აქედან გამომდინარე მზად ვართ ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, გვნდა მივცეთ საზოგადოებას. 2014 წლის აგვისტოში, ამჯერად ეჭვმიტანილმა და მაშინ მსჯავრდებულმა, ჩაიდინა უმძიმესი ქმედება – ძალადობა მისი მეუღლის მიმართ. თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4თვე ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო დავაპატიმრეთ და შემდეგ ამ დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.

მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა ვუარყავით.  მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი.  სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო დასკვნა, რომელშიც არაა მითითებული სულიერი აშლილობის თაობაზე.  საქმეს  თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება  და იმ ფაქტის აღწერა რომ იგი 4 შვილის მამა იყო. ამ თხოვნას თან ერთვოდა ერთი უმნიშნელოვანესი დეტალი – ეს იყო ოჯახის თხოვნა ბრალდებულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.  ეს ერთადერთი დეტალია სადაც მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ.

მინდა რომ საზოგადოებამ იცდეს რისგან შედგებოდა ეს გადაწყვეტილება. მაშინ კომისიამ მომმართა სწორედ ამ ინფორმაციით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით , გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რაც მოხდა.  მე რომ იმ 6-7 თვე არ მომეხსა პატიმარს მაინც უწევდა გათავისუფლება მისი კალენდარული გრაფიკით.  მიუხედავად იმისა, რომ გაგაცანით თითოეული დეტალი, ჩვენ მაინც უაღრესად განვიცდით იმ ფაქტს რომ ასეთ დანაშაულში მონაწილე ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა.  აქედან გამომდინარე , დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ მოქმედებაში შეწყალების აქტების გამოცემას” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

პრეზიდენტმა ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კონსულტაციაები ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

იტვირთბა....