ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა წარსულ ურთიერთობებს იხსენებს და ბრალდებულზე საუბრობს. გოგოს ცხედარი სოფელ სანიორეში უკვე ჩაასვენეს. გოგონას დედა ამბობს, რომ მას ყოფილი მეუღლე შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
„რას ერჩოდა ჩემს შვილს?! ვერ იტანდა თავიდანვე, სულ ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდა, უნდა გაგამწაროო! ან შენ მოგკლავ ან შენ შვილსო“, – აცხადებს მოკლული დედა.
თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. ის გოგონას მამინაცვალია.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.
მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.