ინფორმაციას, რომ უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებზე კომპრომატებს აგროვეს, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება. ჭიჭინაძემ გამოცემა “ალიასთან” საუბარში განაცხადა, რომ ზარდიაშვცილი კომპრომატებს ვერევიზე ვერ მოაგროვებს, რადგანაც თავად აქვს ბიძნური წარსული. დეპუტატი ამბობს, რომ ის ასეთ მასალებს ალბათ თავისიანებზე აგროვებს,რადგანაც მას დასამალი არაფერი აქვს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ზარდიაშვილის ნაირმა ადამიანებმა დააკნინეს სიტყვა დეპუტატი და სწორედ მათ გამო გახდა ეს სტატუსი შეურაცხყოფა.
„ზარდიაშვილმა ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე. თუ მის ცხოვრებას გადავხედავთ, რა ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები, გასაკვირი არაფერი არ არის. სასაცილოა, ზარდიაშვილმა საერთოდ ვის მორალზე უნდა ილაპარაკოს. ალბათ, თავისნაირებზე აგროვებს კომპრომატს, მე არაფერი დამიმალავს და არც არაფერს ვმალავ. თუ დეპუტატი ემსახურება ამომრჩეველს პატიოსნად, რა კომპრომატი უნდა მოუძებნონ ზარდიაშვილისნაირებმა?! ამ ადამიანებმა დააკნინეს დეპუტატის სტატუსი და სწორედ მათ გამო გახდა სიტყვა „დეპუტატი“ შეურაცხმყოფელი. ასეთი შელახული რეპუტაციის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი ინტელექტი, ეკრანებზე ჩნდებიან, დაზეპირებული ფრაზებით, გაუგებარ პერსპექტივებსა და კეთილდღეობაზე ლაპარაკობენ, ეს იწვევს მოსახლეობის აგრესიას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
წყარო: “ალია”.