ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ქადაგიძე: “ღარიბ ქვეყანაში ბანკების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, უცხო არაა”

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ ბანკებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, უცხო არაა.

„საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში ანტისაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული კომპანიები არ ამაყობენ მოგების სიდიდით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ იმ სასიკეთო ცვლილებებით, რაც მათ მოაქვთ საკუთარი მომხმარებლებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ქართულ მსხვილ ბიზნესს სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვს, სულ თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი კომპანიები, რომლებისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკუთარი საქმიანობის. ეს არის ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყო

იტვირთბა....