ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნაცვლიშვილი: “პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებას გამოვრიცხავ”

ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი უარყოფს პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებას.

ბექა ნაცვლიშვილი „რუსთავი2“-ის მიერ გასაჯაროებულ მიმოწერის ეხმაურება, რომელიც პრემიერსა და კობახიძეს შორის დაპირისპირების არსებობას ადასტურებს და მას ინტერპრეტაციას უწოდებს.

მმართველი გუნდის დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. ნაცვლიშვილის თქმით გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხზე შეთანხმება იქნება, მათ შორის საპენსიო რეფორმაზეც.

ნაცვლიშვილის თქმით, “სოციალ-დემოკრატების” ფრაქცია საკუთარი ინიციატივების გაჟღერებას მაისის ბოლომდე გეგმავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატები“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.

„ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეხვედრას, სადაც აი სი პრობლემური საკითხები რაც არსებობს უმრავლესობაში უნდა განვიხილოთ ის ინტერპრეტაცია რომელიც მოჰყვა იგივე რუსთავი 2-ზე ამ მიმოწერას სრულიად აცდენილი იყო რეალობას, ოღონდ ნუ მკითხავთ რა თვალსაზრისით.

ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება, თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიებისა ამ საკითხებზე მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკურ ცხოვრება.

დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“ – აცხადებს ნაცვლიშვილი.

იტვირთბა....