ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა გარდაიცვალა

გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის გოგონა ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

უწყების ინფორმაციით,  საავადმყოფოში მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა მძიემა. 4 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....