იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის საფრთხეებზე საუბრობს. განცხადება ანა დოლიძემ დღეს გააკეთა.
დოლიძის ინფორმაციით, მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის ცოლი და ასევე უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ნათესავია. რაც დოლიძის განცხადებით, სასამართლოს პოლიტიზირების საფრთხე აჩენს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ თინათინ აბრალავამ თანამდებობა უნდა დატოვოს.