ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბარნოვზე მომხდარი მკვლელობა: პრეზიდენტი განცხადებას დღეს გააკეთებს

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშრებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას დღეს, 15 საათზე გააკეთებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალების აქტზე პრეზიდენტი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ  ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

იტვირთბა....