„მისია შესრულებულია“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში გახორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტი მადლობას უხდის საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოებს.
„გუშინ ღამით დარტყმა სრულყოფილად შესრულდა. მადლობა საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მათი სიბრძნისთვის და მათი შესანიშნავი სამხედრო ძალისთვის. უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით. მისია შესრულებულია!” – წერს დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუათარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის კოალიციამ სირიაში ავიადარტყმები განახორციელა.