ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხობში ავტომობილი ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

იმავე მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დაშავდნენ. დაშავებულები ზუგდიდისა და ხობის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური. ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

წყარო: 1tv

იტვირთბა....