კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადა მხარს უჭერს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილებას ასადის რეჯიმის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია კანადის პრემიერმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიება გრძელდება და პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცემიან.
“კანადა მხარს უჭერს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის გადაწყვეტილებას იმოქმედოს ასადის რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.
ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიებას. მასზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულებას გადაეცემა“, – ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.