“ბი ბი სის” ინფორმაციით, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე ავიადარტყმები განახორციელეს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი სამიზნე კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე – ქიმიური იარაღის საცავი. მისი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო, მომავალში აღარ მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენება.