რუსული მხარე საქართველოსგან შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაწვევას მოითხოვს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი “ საგარეო საქმეთა სამინისტროშზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას.
აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მას საქართველო 7 დღის ვადაში დაეტოვებინა. ამ დროისთვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, დატოვა თუ არა საელჩოს აღნიშნულმა თანამშრომელმა საქართველო.
საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი რუსეთს ადანაშუალებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.