ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზარდიაშვილი: “მარგველაშვილის კანდიდატურას კონკურენტად არ განვიხილავთ”

ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მარგველაშვილის კანდიდატურას კონკურენტად არ განიხილავენ. უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ ოპოზიციის სურვილს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.

“გიორგი მარგველაშვილმა ჯერ პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების იმ კითხვას რომელიც შეეხება 10000 აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას, ჩემი აზრით იმიტომ არიდებს ამ საკითხს თავს, რომ ამ საქმეში მთლად სუფთად ვერ არის ყველაფერი. საზოგადოებაშიც არის მითქმა-მოთქმა ამ საკითხზე. ამიტომ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია და ქვეყნის მმართველია უხეშად რომ ვთქვათ, მან ამ შეწყალებაზე უნდა გასცეს პასუხი” – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

გუნდის წევრის პოზიციას იზიარებს დავით მათიკაშვილიც, დეპუტატი ამბობს, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამარჯვების შანსი არ აქვს.

“მომეცით უფლება რომ ეჭვი შევიტანო დღეს მოქმედი პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების პერსპექტივაში. გიორგი მარგველაშვილი ამას ვერ შეძლებს და ამის ბევრი მიზეზი არსებობს” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის თქმით, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება

იტვირთბა....