ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2018 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი იწყებს ფრენებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2018 წლის 1 ივნისიდან,  რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი იწყებს.

რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი);
  • ჯედა-თბილისი-ჯედა – 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა);
  • რიადი-თბილისი-რიადი – 3 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა)

ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „Flynas“-ს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.

კომოპანია მგზავრებს კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს. Skytrax-ის 2017 წლის მონაცემებით, Flynas-ი შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დასახელდა.

იტვირთბა....