ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა “ჯინომ” , ინდოეთში გრან მპრი მოიპოვა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,ჯინო” ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა და ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.

,,ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

ანიმაციურ ფილმში,  გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.

,,ჯინომ” გასულ წელს აშშ-ში პალმ-სპრინგსის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ,,საუკეთესო 3D სათავგადასავლო ანიმაციური ფილმის” პრიზიც მიიღო.

დავით კიკნაველიძის პირველი 3D ანიმაციის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში ანსის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალზე შედგა.

გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „ჯინოს“ გაგრძელებას გადაიღებენ.

იტვირთბა....