ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სესიაშვილი: “აზრთა სხვადასხვაობას ჩვენ არასდროს შევუშინდებით”

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უმრავლესობის შიდა დისციპლინის საკითხი რაიმე ხისტ მიდგომას საჭიროებს.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, უმრავლესობაში „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს“.

მისივე შეფასებით, პარტიული დისციპლინა ძალიან ჩვეულებრივი და აპრობირებული მეთოდია და თუკი შესაბამისი წესები დოკუმენტში გაიწერება, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ „როგორც ქუხს, ისე არა წვიმს“. აზრთა სხვადასხვაობას ჩვენ არასდროს არ შევუშინდებით. განსხვავებული აზრების არსებობა მისასალმებელია. ამ შემთხვევაში ადგილი ქონდა ემოციურ ფონს და ამაშიც კატასტროფული არაფერია. პარტიული დისციპლინა საერთაშორისოდ მიღებული პრინციპია. ჩვენ ეთიკის ნორმებს შინაგანი რწმენით დავარეგულირებთ, თუ წესების ფორმაზე ჩამოვყალიბდებით, ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს.

იტვირთბა....