ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აპრილს „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აპრილს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 12 აბონენტს გველეთსა და ლარსზე, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე 529 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 837 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, კაწალხევი, ატაბე, კანატია, უბანი, ბზიკურთკარი და მიმდებარე სოდფლებში, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე 900 აბონენტს საგურამოში, ახალსოფელში, წიწამურსა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

იტვირთბა....