ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ზახაროვა: “ისლამური სახელმწიფო ერაყში სწორედ ამერიკელების ინტერვენციის შედეგად წარმოიშვა”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე  აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

„ტრამპი წერს, რომ აშშ-მ რეგიონი „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლა და კითხულობს, თუ რატომ არ უხდიან სხვები მადლობას აშშ-ს. როგორც ჩანს, ჯერ ყველას არ უთქვამს აშშ-სთვის მადლობა ერაყისთვის, სადაც ამერიკელების შეჭრის შედეგად „ისლამური სახელმწიფო“ წარმოიშვა“, – დაწერა ზახაროვამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-მ რეგიონის „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების უდიდესი სამუშაო განახორციელა. „სად არის „მადლობა, ამერიკა?“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....