საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც უკავშირდება „რელიგიური გრძნობების, პიროვნულ და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფას, საგანგაშო სახე მიიღო”. მათი აზრით, აშკარაა, არაერთი შეურაცხყოფა მართლმადიდებლური რელიგიის მიმართ. დარღვეულია სიტყვის თავისუფლება.
„საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის” ინიციატივით, პროკურატურაში 12 ორგანიზაცია განცხადების შეტანას გეგმავს.
„კერძოდ ბოლო პერიოდში სისტემატიური სახე მიიღო კომპანია „აიისას” მიერ პრეზერვატივზე გამოსახული წმინდა თამარ მეფის, ქართლის დედის, ბაგრატოვანთა გერბის და რელიგიური დღესასწაულების გაშარჟებამ.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის” მიერ მოხდა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდირება და მომზადდა ერთობლივი განცხადება, რომელსაც 12 აპრილს 17:00 საათზე შეიტანენ მთავარ პროკურატურაში”, – ვკითხულობთ „საზოგადოებრივი ინიციატივების პლატფორმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის მიერ ასევე მომზადდა განცხადება ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდეტთან დაკავშირებით, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველებსა და ნიგერიელ მოქალაქეებს შორის. საზოგადოების წარმომადგენლები მიმართავენ მთავარ პროკურატურას რათა გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, მიკერძოების გარეშე და დეტალურად იქნას გამოძიებული ინციდენტის დაწყების მიზეზები.