მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთან ლიგის 1/4 ფინალის მატჩის შემდეგ ჩაეხუტა. ფორვარდი ბუფონს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს შეხვდა.
11 აპრილს “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთან ლიგის ნახევარფინალში ვერ გავიდა, რადგან პირველი მატჩი 3:0 დასრულდა ესპანური გუნდის სასარგებლოდ. 95-ე წუთზე ბუფონი მსაჯმა მოედნიდან გააგდო, ხოლო იქამდე “იუვენტუსის” კარებთან პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ შეასრულა.