ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კერესელიძე: “კალაძის გუნდში მოვიაზრები, მაგრამ ჯანმრთელობის გამო 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი გამიჭირდება”

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ  კალაძის გუნდში მოიაზრება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი გაუჭირდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ავრცელებს.

„ამ ტემპის აყოლა რეალურად გამიჭირდა. კახა კალაძის გუნდში კი მოვიაზრები, მაგრამ 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამიჭირდა. მე ყველაზე უხუცესი გახლდით დედაქალაქის მთავრობაში, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

კერესელიძის თქმით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ გუნდს გუშინ განუცხადა. ამასთან, დავით კერესელიძეს არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის მოიაზრებენ მის შემცვლელად.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა.

„თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

იტვირთბა....